ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის ვაკის რაიონის მოსწავლეთა შორის ნახევარფინალში პირველ საუკეთესო ხუთეულში ორი კომაროველია!
- 17 მაისი, 2018
კომაროვის სკოლაში ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის პირველი შესარჩევი ტური გაიმართა, სადაც მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
მონაწილეებისგან გამოვლინდა 13 საუკეთესო შედეგის მქონე, რომლებიც გადავიდნენ ნახევარფინალში. ვაკის რაიონის მოსწავლეთა შორის ნახევარფინალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.
პირველ საუკეთესო ხუთეულში ორი კომაროველი გამოვლინდა: მეცხრე კლასის მოსწავლე, პანსიონის ბინადარი ნიკა ჩიტიძე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დავით ამბიძე, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც!